Saturday, March 14, 2009



ქართულად წიგნის ბეჭდვა სხვა ენებთან შედარებით გვიან დაიწყო.
1629 წელს, რომში სტეფანე პაოლინიმ დაბეჭდა ქართულ-იტალიური ლექსიკონი. მას ამაში ეხმარებოდა თეიმურაზ I-ის ელჩი ევროპაში, ნიკიფორე ირბახი, იგივე ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, რომელმაც ჩამოასხმევინა ქართული შრიფტი. ლექსიკონი 300 ქართულ სიტყვას შეიცავდა ქართული ანბანით განმარტებებითა და იტალიური სიტყვათა საძიებელით. ლექსიკონი განკუთვნილი იყო საქართველოში წამოსული კათოლიკე მისიონერებისათვის. იმავე წელს, იმავე სტამბაში დაიბეჭდა ქართული ანბანი ლოცვებითურთ.
მისიონერი მარიო მაჯიო 1643 და 1670 წლებში ორჯერ გამოსცემს ,,ქართული ენის გრამატიკას“,რომელიც აწყობილია როგორც ნუსხური ასევე მხედრული შრიფტით. სულ რომის ქართულ სტამბაში დაიბეჭდა 5 წიგნი.
ევროპაში ქართულად წიგნის ბეჭდვას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. საქართველო უფრო პოპულარული და მიმზიდველი გახდა მისიონერებისათვის. ევროპაში გავიდა ქ
ართული ენა და კულტურა.
XVII ს
აუკუნის 80-იან წლებში სამშობლოდან გადახვეწილი მეფე არჩილ II მოგზაურობს რუსეთში ქართული სტამბის დაარსების მიზნით. მისი ვაჟი ალექსანდრე ბატონიშვილი, რომელიც პეტრე დიდის კარზე დაახლოვებული პირი იყო იმჟამად ამსტერდამში იმყოფებოდა. სადაც ბიურგომისტრ ნიკოლა ვიტცენს და შვედ დიპლომატს ვინმე იოჰან შპარვენგელფელდს დაუკავშირდა, რომელთაც მას ამსტერდამში მოღვაწე უნგრელი მესტამბე მიკლოშ კიში გააცნეს. ალექსანდრე იწყებს სტამბის მოწყობასა და საგამომცემლო საქმიანობას. მან შეადგინა ქართული ასოების დამწერლობის ნიმუშები და გაუგზავნა ამსტერდამში სახელგანთქმულ ასოთმქანდაკებელსა და წიგნების ამწყობს მილოშ ტოტფალუშ კიშს, რომელმაც 1687 წელს თავისი შრიფტისათვის გამოიყენა ეს ნიმუშები და მიიღო ქართული ასომთავრულის, ნუსხა-ხუცურისა და მხედრული შრიფტების პირველი ანაბეჭდები.. და არჩილ მეფემ მოსკოვში სინოდის სტამბასთან დააარსა ქართული წიგნსაბეჭდი, სადაც 1705 წელს გამოსცა ,,დავითნი“. არჩილს სურვილი ჰქონდა გამოეცა სახარება და ნაშრომებიც ჰქონდა, მაგრამ არ დასცალდა.
საქართ
ველოზე ირანის ზეწოლა კიდევ უფრო გაიზარდა XVIII საუკუნის დამდეგისათვის. ქართულ კულტურას, ქართულ ენასა და ერის ერთიანობას დიდი საფრთხე შეექმნა. ამასთან ბრძოლის საუკეთესო გზა იყო მოსახლეობაში ქართული წიგნების გავრცელება. ხელით წერა კოლოსალურ შრომას მოითხოვდა და ამის გამო 1709 წელს ქართლის ჯაშნაგირი ვახტანგ VI ვლახეთში მოღვაწე დიდი ქართველის ანთიმოზ ივერიელის დახმარებით თბილისში აარსებს სტამბას.
ანთიმოზ ივერიელის ყმაწვილობის დროის შესახებ ძალიან მწირი მონაცემებია შემორჩენილი. იგი
სამცხის მკვიდრი ყოფილა. არჩილ მეფეს რუსეთში ხლებია, სადაც უდიდესი გამოცდილება მიიღო. სამშობლოში დაბრუნებული ჩრდილოკავკასიელ მოთარეშეებს გაუტაციათ და კონსტანტინეპოლის ბაზარში მონად გაუყიდიათ. ანთიმოზი იყიდა იერუსალიმის პატრიარქმა დოსითეოსმა და მანვე აღზარდა. ანთიმოზმა მასთან უდიდესი განათლება მიიღო. ანთიმოზი ბრწყინვალედ ფლობდა ქართულ, ბერძნულ, ძველ სლავურ, რუმინულ, თურქულ და არაბულ ენებს. იგი თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ ადამიანად ჩამოყალიბდა . გათვითცნობიერებული იყო თეოლოგიაში, ლიტერატურასა და ბუნებისმეტყველებაში. იგი დაჯილდოებული იყო საოცარი ნიჭით, ბრწყინვალედ ფლობდა ხელოვნების ყველა დარგს, განსაკუთრებით მხატვრობას, გრავირებას, მოჩუქურთმებას, ქსილოგრაფიას. ცნობილი იყო, როგორც შესანიშნავი კალიგრაფი, დახელოვნებული ხეზე მჭრელი და ნიჭიერი მოქანდაკე. ის იყო ბრწყინვალე მწერალი და აღიარებული ორატორი. 1690 წელს იგი ვლახეთის მთავარმა კონსტანტინე ბრაკოვიანუმ მიიწვია. 1694 წელს იგი სნაგოვოს მონასტრის წინამძღვარი ხდება, 1696 წელს მან დაბეჭდა ,,ღვთისმსახურების წესი, 21 მაისს, დღესა წმიდანთა განდიდებისა“. 1705 წელს გახდა რიმნიკის ეპისკოპოსი. 1708 წელს უნგრო-ვლახეთის მიტროპოლიტი. ანთიმოზ ივერიელი მთელ ვლახეთში სათავეში ედგა სასტამბო საქმიანობას. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ვლახური კულტურის განვითარებაში და რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბერძნული ეკლესიისგან გამოყოფაში. ის იყო რეფორმატორი სალიტერატურო რუმინული ენისა, იგი ყოველთვის ხაზს უსვამდა თავის წარმომავლობას. ანთიმოზი სათავეში ედგა ვლახი ხალხის გამათავისუფლებელ ბრძოლას ოსმალთა და ფანარიოტთა წინააღმდეგ. 1714 წელს ოსმალებმა სიკვდილით ჯერ მთავარი კონსტანტინე ბრაკოვიანუ დასაჯეს, 1716 წელს კი ვლახეთის უკანასკნელი მთავარი სტეფანე კანტაკუზენი. მის ადგილას დანიშნეს ფანარიოტი ნიკოლო მავრიკორდატი, რომელიც ოსმალთა ინტერესების გამტარებელი იყო. ამ მძიმე დღეებში ანთიმოზ ივერიელმა თავის გარშემო შემოიკრიბა ვლახელ ბოიართა ჯგუფი, რომლის მიზანი იყო გაენთავისუფლებინა ვლახეთი როგორც თურქთა, ასევე ფანარიოტთა ბატონობისაგან. კონკრეტული ღონისძიებებიც დაისახა, მაგრამ ნიკოლო მავროკორდატიმ ანთიმოზს უბრძანა, ნებაყოფილობით უარი ეთქვა მიტროპოლიტობაზე. ანთიმოზმა კატეგორიული უარი შეუთვალა. მაშინ მავროკორდატიმ დახმარებისათვის კონსტანტინეპოლის პატრიარქ იერემიას მიმართა. ეპისკოპოსთა კრებამ, რომელსაც არც ერთი რუმინელი სასულიერო პირი არ ესწრებოდა, „შეთქმული და რევოლუციისკენ წამქეზებელი მეამბოხე“ ანთიმოზი შეაჩვენა, განკვეთა ეკლესიიდან და გამოაცხადა ყოველივე სამღვდელო „ღირსებაახდილად“.არც ეს აკმარა და სინას მთაზე, წმიდა ეკატერინეს მონასტერში გაამწესა, მაგრამ წმიდა მთისკენ მიმავალ ანთიმოზს გალიპოლიის მახლობლად ადრიანოპოლიზე, მდინარე დულჩიას ნაპირებთან თურქი ჯარისკაცები დაესხნენ თავს, აკუწეს და მისი წმიდა ნაწილები მდინარეში გადაყარეს. 1992 წელს რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ანთიმოზ ივერიელი წმიდანად შენაცხა. მისი ხსენების დღეა რუმინეთში 14 სექტემბერი, საქართველოში 13 ივნისი.
სწორედ
ანთიმოზ ივერიელმა გამოუგზავნა ვახტანგ VI-ს მესტამბე, ოპიდიაკონი უნგროვლახი მიხაი იშვანტოვიჩი. მან ანჩისხატსა და თბილისის სიონს შორის საგანგებოდ აგებულ შენობაში მოაწყო და გამართა სტამბა. 1709 წლიდან სტამბამ მუშაობა დაიწყო.
1709-12 წლებში სტამბაში 14 წიგნი დაიბეჭდა, მათ შორის 2 სასწავლო-საგანმანათლებლო ხასიათისა, ვახტანგი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მომავალი თაობის სწორად აღზრდას.
სტამბაში დაბეჭდილი პირველი ორი წიგნი, ,,სახარება“ და ,,დავითნი“ მხოლოდ შავი საღებავით,
ნუსხური შრიფტით იყო დაბეჭდილი. ვახტანგმა ნუსხური შრიფტის მაგივრად შემოიღო უფრო მარტივი მხედრული შრიფტი. შემდეგ წიგნებში შრიფტთა სხვადასხვაობა შეინიშნება. სტამბაში შემოვიდა წითელი საღებავიც. ,,სამოციქულოს“ თავფურცელი სწორედ წითლად იყო გაფორმებული. 1710 წელს დაბეჭდილი კონდაკი შრიფტების ნაირსახეობით და წითელი ფერის სიუხვით გამოირჩევა. წითლადაა საძიებელი და დამატება. თბილისში დაბეჭდილი წიგნები მაშინდელი მსოფლიო პოლიგრაფიის ეტალონი იყო. ჩინებული ქაღალდი, კარგი აკინძვა და გაფორმება, გრავიურით ჩართული სურათები. ქართული წიგნები ბევრად ჯობდა რუსულს და დიდ კონკურენციას უწევდა ევროპულ წიგნებს.
1712 წელს თბილისის სტამბაში დაიბეჭდა ,,ვეფხისტყაოსანი“, რომელსაც ახლდა კომენტა
რები. წიგნის დაკომენტარება კოლოსარურ შრომას მოითხოვდა, რაც სულხან-საბას ძმამ ნიკოლოზ ორბელიანმა იგივე თბილელმა , გერმანე მღვდელმონაზონმა, კვიპრიანე სამთვნელმა, გარსევან-გაბრიელ მღვდელმა და ვახტანგის ძმამ კათალიკოსმა დომენტიმ გასწიეს.
ეს იყო რუსთაველის შედევრის პირველი ბეჭდური გამოცემა. და ამასთან პირველი მეცნიერული შესწავლა. კათალიკოსმა დომენტიმ დააარსა მეცნიერება რუსთველოლოგია.
1712 წელს ვახტანგი სპარსეთში გ
აიწვიეს, რის შემდეგაც სტამბამ მუშაობა ბევრად შეანელა. 1713-20 წლებში მხოლოდ 5 წიგნი დაიბეჭდა. 1721-22 წლებში სტამბას ერთგვარი აღორძინება ჰქონდა, ვახტანგის ვაჟმა ბაქარმა და ვახუშტი ბაგრატიონმა გამოსცეს ვახტანგის თარგმნილი ,,ქმნულების ცოდნის წიგნი“ ანუ ,,აიათი“, 1722 წელს გამოიცა ,,ჟამნი“, მაგრამ 1723 წელს ოსმალთა შემოჭრის გამო სტამბა დაიხურა. 1709-22 წლებში სტამბაში სულ 19 წიგნი დაიბეჭდა.
1736-37 წლებში პეტერბურგში ქრისტეფორე გურამიშვილი
გამოსცემს რუსულ-ქართულ ანბანს ლოცვებითურთ, რომელიც ბრიწყინვალედ იყო გაფორმებული და ახლდა შესანიშნავი ლათინური და გერმანული შენიშვნები, მაგრამ თბილისში დაბეჭდილი წიგნებისგან განსხვავდებოდა იმით რომ, ეროვნული სახე ნაკლებად ჰქონდა.
1737-44 წლებში მოსკოვის ქართულ სტამბაში დაიბეჭდა 11 სქელტანიანი წიგნი. 1743 წელს სვესვიატსკოიეში გამოიცა ,,ბაქარის ბიბლია“, სადაც ბაქარმა სწორედ არჩილის ნაშრომები გამოიყენა სახარების შესახებ. 1744 წელს გამოიცა არსენ იყ
ალთოელის თარგმანი იოანე დამასკელის ,, გარდმოცემა აუცილებელი მართლმადიდებლისა სარწმუნოებისა“. 1741 წელს მოსკოვში გამოიცა ,,მარხვანი“.
1749 წელს ერეკლე II-მ და ანტონ I-მა ვახტანგის სტამბა აღადგინეს.
ერეკლე მეფემ კონსტანტინეპოლიდან მოიწვია გამოცდილი მესტამბეები და შრიფტები და ხელსაწყოები განაახლებინა. ვახტანგის შემდეგ მხედრული კვლავ მისცემოდა დავიწყებას და ერეკლე მეფემ აღუდგინა მხედრულს სამოქალაქო შრიფტის პრივილეგია. 1749-82 წლებში სტამბაში 8 წიგნი დაიბეჭდა. 1782-1785 წლებში საგამომცემლო საქმეს აყვავების ხანა დაუდგა. სტამბა უახლესი ტექნიკით აღიჭურვა.
ამავე პერიოდში მოსკოვში ათანასე ამილახორი თავისი სახსრებით 6 წელში 9 წიგნს გამოსცემს.
1795 წელს საქართველოს უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს. თბილისში შემოჭრილმა აღა-მაჰმად-ხანმა სტამბა მიწასთან გაასწორა. აღმოსავლეთ საქართველოში პოლიგრაფიული საქმიანობა XIX საუკუნის 30-იან წლებამდე შეწყდა.
1796-1801 წლებში მოზდოკში გაიოზ რექტორის მიერ დაარსებული სტამბა გაცხოველებულ მუშობას ეწევა.
1793 წელს იმერეთის მეფე სოლომონ II-მ მესტამბე გ.პაიჭაძეს სტამბის მოწყობა დაავალა. სოლომონმა ერთ წელში სტამბაც გახსნა და პირველი წიგნიც დაბეჭდა. 1803 წელს ამ სტამბას სათავეში ჩაუდგა მოზდოკის სტამბიდან მოწვეული რომანოზ რაზმაძე-ზუბაშვილი.
იმერეთის სტაბმა 1809-1811 წლებში მუშაობდა სოფელ წესში, 1815-1817 წლებში კი საჩხერეში (ზურაბ და გრიგოლ წერეთლების კარმიდამოში). ამის შემდეგ წიგნის გამოცემა კვლავ შეფერხდა. 1801-1837 წლებში გამოვიდა მხოლოდ შვიდი წიგნი, მათ შორის «ოსური საცისკრონი ლოცვანი», რომელიც აწყობილია ნუსხური შრიფტით და დართული აქვს ოსური ბგერების გამომხატველი ნიმუშები.
დადგენილია, რომ მოსკოვისა და პეტერბურგის გარდა სხვადასხვა დროს
ქართული წიგნი გამოდიოდა აგრეთვე პარიზსა და მონთიბანში (საფრანგეთი), ლონდონში, ბერლინში, ვენეციაში, კონსტანტინეპოლში, კავკავში, ბაქოსა და სხვ. მაგრამ ეს თითო-ოროლა გამოცემა მხოლოდ ამა თუ იმ პერიოდის შემთხვევითი მოვლენა იყო და უმნიშვნელო გავლენას ახდენდა ქართული მწიგნობრობის განვითარებზე, თუმცა მათ გარკვეული როლი შეასრულეს ქართული წიგნის ისტორიისათვის.
1836 წელს ქართული წიგნის გამოცემა თბილისში კვლავ გამოცოცხლდა. ვითარდება ბეჭდვითი საქმე, გარდა თბილისისა სტაბმები დაარსდა ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, ოზურგეთში, ზუგდიდში, სენაკში, ხონში, გორში, თელავში, სიღანაღსა და ზესტაფონში. თბილისში ამ პერიოდისთვის არსებობდა 19 სტამბა, სადაც იბეჭდებოდა წიგნები, ჟურნალები და გაზეთები.
ეს ის პერიოდია, როცა საგამომცემლო საქმეს სათავეში ჩაუდგა ქართველთა შორის წერა-კითხის გამავრცელებელი საზოგადოება. 1850 წელს დაიწყო ქართული კომედიების სერიის გამოცემა (გიორგი ერისთავის «გაყრა»). 1851-1867 წლებში სულ გამოვიდა 142 ქართული წიგნი.
ამ პერიოდიდან ქართული წიგნის გამოცემის საქმე მტკიცედ უბრუნდება მშობლიურ კერას და მას შემდეგ საქართველოში უფრო მეტი ქართული წიგნი გამოდის, ვიდრე მის გარეთ.


დავით გიგილაშვილი
X ბ კლასი
 

პროექტები | 63-ე საჯარო სკოლა | ჩვენ შესახებ